კორონავირუსი საქართველოში

მდინარაძე: შეზღუდვა, საბოლოო ჯამში, ეკონომიკას და ადამიანის ჯანმრთელობას იცავს

მთელი ბოლო დღეების განმავლობაში არ ცხრება, სამწუხაროდ, მათ შორის სპეკულაციებიც, თუმცა, რა თქმა უნდა, ჯანსაღი დისკუსიაც არის იმასთან დაკავშირებით, რამდენად მართებულია შეზღუდვების ის ფორმები, თავისი პლიუს-მინუსებით, დავარქვათ ასე, რაც არის ქვეყანაში და რომლის ეტაპობრივი მოხსნაც არის დღის წესრიგში. 

ძალიან კარგად გვესმის, რომ არ არის მარტივი საზოგადოების სხვადასხვა ფენებისათვის შეზღუდვების განხორციელება, მათ თავზე ასახული. თუმცა, ისიც ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეზღუდვა არ არის ვინმეს თვითმიზანი. არანაირი ბენეფიტი სხვაგვარი არ აქვს შეზღუდვას, გარდა იმისა, რომ ის იცავს ადამიანის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს და რა თქმა უნდა, ეკონომიკას საბოლოო ჯამში...

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე.

კომენტარები