Disney

DISNEY-მ რამდენიმე ფილმი "რასისტული" სცენების გამო შეზღუდა

Smithsonian Magazine

სტრიმინგ სერვისმა Disney+-მა 7 წლამდე აუდიტორიას რამდენიმე კლასიკური ანიმაცია და ერთი ფილმი შეუზღუდა. აკრძალვა "დამბოს", "პიტერ პენს", "არისტოკატებსა" და "რობინზონების შვეიცარიულ ოჯახს" შეეხო. სხვა ასაკობრივი კატეგორიისთვის ფილმები ხელმისაწვდომია.

კინოკომპანიას ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა ახლო წარსულში ზემოთხსენებული ფილმების წინააღმდეგ მედიისა და კინოკრიტიკოსთა ნაწილმა გაილაშქრა. აი რა პრეტენზიები ჰქონდათ Disney-ის კლასიკური ფილმების მიმართ "გაუქმების კულტურის" მხარდამჭერებს.

  • "პიტერ პენში" ნაჩვენებია ინდიელების ტომი, რომლის წევრებსაც "წითელკანიანებს" უწოდებენ.
  • "არისტოკატებში" ერთ-ერთი კატის გარეგნობა ანიმატორების მხრიდან აზიელ ადამიანებზე ქილიკია.
  • "რობინზონების შვეიცარიულ ოჯახში" მეკობრეები მხოლოდ აზიელები და შავკანიანები არიან.
  • "დამბოში" შავკანიანი მუშები მღერიან სიმღერას, რომლის ტექსტშია ფრაზა - "როგორც ავიღებთ ჯამაგირს, მაშინვე ქარს ვატანთ ფულს"

ოქტომბრიდან მოყოლებული სტრიმინგ სერვისი მომხმარებლებს "ნეგატიური გამოსახულებისა და/ან სხვა კულტურის ადამიანებისადმი ცუდი დამოკიდებულების" შესახებ აფრთხილებს. შესაბამისი შეტყობინება ფილმის ან სერიალის ჩართვის შემდეგ 10 წამის განმავლობაში ჩანს.

წყარო: www.NJ.com

კომენტარები