ესტონეთი

ესტონეთს პირველი ქალი პრემიერმინისტრი ეყოლება, პოსტზე კაია კალასია დასახელებული

კაია კალასი

მას შემდეგ, რაც კორუფციული სკანდალის გამო მთავრობა დაიშალა, ესტონეთის ორი ყველაზე დიდი პოლიტიკური პარტია მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმდა.

ახალ მთავრობას მემარჯვენე-ცენტრისტული რეფორმის პარტია და ესტონეთის ცენტრისტული პარტია ჩამოაყალიბებენ.

ორივე პარტიას კაბინეტში 7 მინისტრი ეყოლება, პრემიერმინისტრად კი რეფორმის პარტიის ლიდერი კაია კალასი დასახელდა. ის ქვეყნის პირველი ქალი პრემიერმინისტრი გახდება.

მთავრობას კენჭი პარლამენტმა უნდა უყაროს და პრეზიდენტმა კერსტი კალიურანდმა უნდა დაამტკიცოს.

მიმდინარე თვეს ესტონეთის პრემიერმინისტრი, იური რატასი,  გადადგა ტალინში პორტო ფრანკოს ქონების განვითარების პროექტზე გამოძიების დაწყებისა და მისი პარტიის წინააღმდეგ შესაძლო კორუფციის ბრალდებების შემდეგ.

კომენტარები