კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: პირველ კვარტალში უნდა მივიღოთ AstraZeneca-ს ​490 ათასამდე დოზა, 1 400 000 – წლის განმავლობაში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოს გარკვეულად გარანტირებული აქვს წლის პირველ კვარტალში AstraZeneca-ს ვაქცინის 450-490 ათასი დოზის მიღება, ხოლო მთელი წლის განმავლობაში ქვეყანამ იმავე ვაქცინის 1 400 000 დოზა უნდა მიიღოს.

"ჩვენ გარანტირებული გვაქვს გარკვეულად, რომ პირველ კვარტალში უნდა მივიღოთ AstraZeneca-ს დაახლოებით 450-490 ათასი დოზა და ჩვენ, დიდი ალბათობით, მთელი წლის განმავლობაში უნდა მივიღოთ 1 400 000 დოზა AstraZeneca-ს​ ვაქცინის. 

პარალელურად, მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა საგარეო საქმეთა სამინისტროს და საელჩოების საშუალებით ევროკავშირის ქვეყნებთან, მწარმოებლებთან, კორეაში, ინდოეთში, კანადაში. ევროკავშირის მდიდარ ქვეყნებთან, რომლებიც უკვე შეგვპირდნენ. თავისი ჭარბი დოზებიდან რას გვპირდებიან, დაახლოებით უკვე გვაქვს რიცხვებიც". – თქვა ამირან გამყრელიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში. 

ამერიკული გამოცემა Bloomberg-ის მიერ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური დაფარვის პლატფორმის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოს ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მხოლოდ 186 000 დოზა აქვს შეძენილი, რაც მოსახლეობის მხოლოდ 5%-ისთვის იქნება საკმარისი. 

მთავრობის მიერ წარდგენილი COVID-19-ის ვაქცინაციის დანერგვის გეგმა ვრცლად იხილეთ აქ.

კომენტარები