კორონავირუსი საქართველოში

საქართველოს მთავრობას ამ დროისთვის ვაქცინის 186 000 დოზაზე აქვს კონტრაქტი - Bloomberg

ამერიკული გამოცემა Bloomberg-ის მიერ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გლობალური დაფარვის პლატფორმის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოს ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მხოლოდ 186 000 დოზა აქვს შეძენილი, რაც მოსახლეობის მხოლოდ 5%-ისთვის იქნება საკმარისი. 

როგორც პლატფორმის მეთოდოლოგიაშია განმარტებული, საუბარია ვაქცინის მხოლოდ იმ რაოდენობაზე, რომელიც უკვე შეძენილი აქვს ამა თუ იმ ქვეყანას. მეთოდოლოგია არ ითვალისწინებს ე.წ. საოფციო ხელშეკრულებებს, რომლის მიხედვითაც ქვეყანამ საწყის ეტაპზე, შესაძლოა, ვაქცინის ბევრად ნაკლებ რაოდენობაზე გააფორმოს კონტრაქტი და მოგვიანებით უფრო მეტი შეიძინოს. ვაქცინებთან დაკავშირებული ხელშეკრულებების უმეტესობა კი სწორედ, ამგვარი საოფციო კონტრაქტებით ფორმდება.

მთავრობამ ვაქცინაციის გეგმა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა. გაურკვევლობის გამო დაუზუსტებელია პროგრამის ბიუჯეტიც და იგი 54 მილიონი ლარიდან 158 მილიონ ლარამდე მერყეობს. ეს იმით აიხსნება, რომ მთავრობამ ჯერ არ იცის, თუ კონკრეტულად რომელ ვაქცინას შეიძენს და რა რაოდენობით. 

გეგმის მიხედვით, მიმდინარე წელს მთავრობა მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას გეგმავს. 

კომენტარები