რუსეთი

Economist-ის რუსეთის რედაქტორი: ნავალნი იქ დაბრუნდა, სადაც მას, მის ოჯახს საფრთხე ემუქრებოდა

ჟურნალ ეკონომისტის რუსეთის ბიუროს რედაქტორმა, არკადი ოსტროვსკიმ ამერიკის ხმის ქართულ სამსახურთან ინტერვიუში, რუსეთში ალექსეი ნავალნის დარბუნების საკითხზე ისაუბრა. 

ოსტროვსკის თქმით, ნავალნის დაბრუნება უპირველესად ადამიანური ღირსების და გამბედაობის ისტორიაა, რადგანაც ნავალნის და მის ოჯახს რუსეთში საფრთხე ემუქრება.

"ის დაბრუნდა იქ, სადაც მის სიცოცხლეს, მის ოჯახს საფრთხე ემუქრებოდა და მიუხედავად ამისა, ამას აკეთებდა. ეს ფრენა იყო ფსიქოლოგიური და ემოციური მოგზაურობა, ამიტომ იყო განსაკუთრებული. ვფიქრობ, ეს მომენტი ისტორიას დარჩება. ნავალნის დაკავება იყო მისი მოქმედებების შედეგი - მან უარი თქვა, დაეთმო და ინიციატივა ვლადიმირ პუტინისთვის გადაეცა. ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე კაცისთვის, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბირთვულ არსენალს, უსაფრთხოების სამსახურებს და არმიას აკონტროლებს. ეს კაცი გამოწვევების წინაშე დააყენა ადამიანმა, რომლის ერთადერთი იარაღი მისი გამბედაობა და ღირსებაა. ეს მნიშვნელოვანი მომენტია დასაფიქრებლად. ვფიქრობ, სწორედ ამით მიიპყრო ამ ისტორიამ მსოფლიოს ყურადღება, რადგან ეს არის ადამიანური ღირსების და გამბედაობის ისტორია იმის წინააღმდეგ, ვინც ძალაუფლების შენარჩუნებას უსაფრთხოების სამსახურებისა და არმიის გამოყენებით ცდილობს".- თქვა ოსტროვსკიმ,

არკადი ოსტროვსკი სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა Financial Times-ში, წლების განმავლობაში იყო Economist-ის მოსკოვის ბიუროს ხელმძღვანელი. ოსტროვსკი ავტორია რამდენიმე წიგნისა თანამედროვე რუსეთის შესახებ. იგი, ასევე, არის პულიცერის პრემიით დაჯილდოების ნომინანტი.

კომენტარები