კორონავირუსი და შეზღუდვები

მთავრობა საბავშვო ბაღების და უნივერსიტეტების გახსნას პირველი მარტიდან გეგმავს

FrontNews.Ge

მთავრობა საბავშვო ბაღების, პროფსასწავლებლების და უნივერსიტეტების გახსნას პირველი მარტიდან გეგმავს. განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ვიცეპრემიერმა მაია ცქიტიშვილმა.

"როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვა ქალაქებში". - აღნიშნა ცქიტიშვილმა.

რაც შეეხება სკოლებს, რვა ქალაქიდან ხუთში (ბათუმი, თელავი, ზუგდიდი, ფოთი, გორი) სწავლა პირველი თებერვლიდან დაიწყება, ხოლო თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში - პირველი მარტიდან. სკოლებში არადისტანციური სწავლების აღდგენა ყველა კლასის მოსწავლეს ეხება.

კომენტარები