2008 წლის აგვისტოს ომი

სამადაშვილი: რუსეთი ევროპულ სასამართლოს არ აღიარებს, თუმცა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია

სტრასბურგის გადაწყვეტილებით დგინდება ის, რასაც ჩვენ ვამბობთ ამდენი წელია, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დაირღვა ძალიან უხეშად, რუსეთმა გამოიყენა სამხედრო აგრესია ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ, ამიტომ ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის ქმნის ძალიან მყარ სამომავლო საფუძველს ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციის თვალსაზრისით. 

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტილებებს არ აღიარებს და ეს ჩაიდო კიდეც მათ კონსტიტუციაში, რომ მათ უფლება აქვთ, იგნორირება გაუკეთონ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ამ თვალსაზრისით ცხადია, არაფერი არ იცვლება, მაგრამ საქართველოსთვის ეს ნამდვილად არის მნიშვნელოვანი საფუძველი ჩვენი სამომავლო ინტერესების  დასაცავად...

 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება. 12-წლიანი დავის შემდეგ საქართველომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში რუსეთის ფედერაციას დავა მოუგო. სარჩელი საქართველომ 2008 წლის აგვისტოში შეიტანა და ის რუსეთს კონვენციის 8 მუხლის დარღვევაში ედავებოდა. 

კომენტარები