საქართველოს პროკურატურამ დავით-გარეჯის საქმესთან დაკავშირებით, დაკავებული კარტოგრაფის ივერი მელაშვილის ფარული ჩანაწერი გაასაჯაროვა.
ჩანაწერში ივერი მელაშვილისა და საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მ.მ.-ს საუბარია ასახული.
მელაშვილისა და მ.მ-ს საუბარი საქართველოს საზღვრის რამოდენიმე შეთანხმებულ მონაკვეთს შეეხება, კერძოდ მე-17 არხის, დავით გარეჯის და ჯანდარის ტბის მიმდებარედ არსებულ მონაკვეთებს.
"გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებულ იქნა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში განხორციელდა ბრალდებულ ი.მ.-ს სამუშაო კაბინეტის აღჭურვა ფარული ვიდეო და აუდიო ჩამწერი მოწყობილობით. აღნიშნულის შედეგად გამოძიებამ მტკიცებულების სახით მოიპოვა ი.მ.-სა და საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი თავმჯდომარის მ.მ-ს შორის გამართული საუბარი, რომელიც რამოდენიმე მონაკვეთზე, მათ შორის დავით-გარეჯის მიმდებარედ, საქართველოს ინტერესების საზიანოდ საზღვრის შეთანხმების საკითხს შეეხება.
მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, ვინაიდან საგამოძიებო უწყების მიერ მოცემული ეტაპისთვის უკვე განხორციელდა ფარული ვიდეო/აუდიო მასალის განსაიდუმლოება, გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია აღნიშნული მტკიცებულების თაობაზე". - წერია პროკურატურის განცხადებაში.
იხილეთ ვიდეო: