აშშ

ბაიდენი ტრამპის მიერ მისთვის დატოვებულ წერილზე: ძალიან სულგრძელი წერილია

აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენს აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, თეთრ სახლში წერილი დაუტოვა.

ბაიდენმა ოვალურ ოფისში საუბრისას თქვა, რომ ის წერილის შინაარსს ჯერჯერობით არ გაასაჯაროებს, თუმცა მისი თქმით, წერილი სულგრძელობით აღსავსეა.

"პრეზიდენტმა დაწერა ძალიან სულგრძელი წერილი...  რადგან ეს წერილი პირადია, მე მის შესახებ არ ვისაუბრებ მანამ, სანამ მე მას არ დაველაპარაკები, თუმცა ეს ძალიან სულგრძელი იყო". – თქვა ბაიდენმა.

ტრამპის ერთ-ერთმა თანაშემწემ CNN-თან თქვა, რომ ეს წერილი პირადი გზავნილია, რითაც ის ლოცულობს ქვეყნის წარმატებისთვის და იმისთვის, რომ ახალმა ადმინისტრაციამ ქვეყანას მიხედოს. 

ერთ-ერთი წყაროს თანახმად, ტრამპს ეს წერილი მის ბევრი თანაშემწისთვის არ უჩვენებია. 

ყოფილი პრეზიდენტის მიერ ოვალური ოფისის მაგიდაზე წერილის დატოვება ახალი პრეზიდენტისთვის არც ისე ძველი ტრადიციაა. 

დონალდ ტრამპი ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრო, თეთრ სახლში მას არ უმასპინძლა და არ დახვდა.

ვაშინგტონში აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის და ვიცეპრეზიდენტის, კამალა ჰარისის ინაუგურაციის ცერემონია 20 იანვარს გაიმართა. ჯო ბაიდენი აშშ-ს 46-ე პრეზიდენტი გახდა. 

ცერემონიაზე წარმოთქმულ სიტყვაში ბაიდენმა ყურადღება ერთიანობაზე გაამახვილა. გამოსვლა სრულიად შეგიძლიათ, იხილოთ აქ.

კომენტარები