ძაღლი

ძაღლმა ფეხმოტეხილი პატრონის მხარდასაჭერად კოჭლობა დაიწყო

ლონდონის მაცხოვრებელმა, რასელ ჯონსმა ახლო წარსულში ფეხი მოიტეხა. რამდენიმე დღეში ჯონსმა შეამჩნია, რომ მისი ძაღლი ბილი კოჭლობს.

შეშინებულმა პატრონმა შინაური ცხოველი ვეტერინართან მიიყვანა. ძაღლს რენტგენი და ანალიზები დასჭირდა. სამედიცინო პროცედურების ხარჯმა $400 შეადგინა. ვეტერინარმა ვერანაირი ფიზიკური დარღვევა ვერ აღმოაჩინა. როგორც გაირკვა, პატრონის კოჭლობით შეწუხებულმა ბილმა თავადაც კოჭლობით სიარული დაიწყო.

"ძაღლებს არამხოლოდ სხვა ძაღლების, არამედ ადამიანების კოპირებაც სჩვევიათ. ყველაზე საოცარი ის არის, რომ ოთხფეხა მეგობრები ხშირად ისეთ რამეს აკოპირებენ, რაც მათთვის სარგებლის მომტანი არ არის, ბილის საქციელი სწორედ ასეთი შემთხვევაა". – ასე გამოეხმაურა შემთხვევას გამოცემა Cesar's Way.

ჯონსმა მოგვიანებით ვიდეო გამოაქვეყნა, რომელმაც ათასობით ადამიანმა გადააზიარა.

კომენტარები