ძაღლი

ოჰაიოს სამედიცინო ცენტრმა ძაღლი მოხალისედ აიყვანა

Befunky

ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრში ძაღლი, სახელად შილო, მოხალისედ გააფორმეს. 

შილო თავისუფლად გადაადგილდება ჰოსპიტალის ტერიტორიაზე და მის მოვალეობებში შედის ექიმებთან თამაში. 

სამედიცინო ცენტრი გადაწყვეტილების მიღებისას დაეყრდნო კვლევას, რომლის მიხედვითაც ძაღლთან ურთიერთობისას იკლებს შიშის, შფოთვის და სტრესის დონე.

კომენტარები