პაპი ფრანცისკე

მადლობა ძვირფასი ქართული ღვინისთვის - პაპი კათოლიკე ეპისკოპოსებს

ძვირფასო ძმებო,

უღრმეს მადლობას მოგახსენებთ 1-ელი დეკემბრით დათარიღებული თქვენი თავაზიანი წერილისთვის და ძვირფასი ქართული ღვინისთვის. ძალიან დავაფასე ძმობისა და სიყვარულის ეს გამოხატულება და თქვენი გულთბილი მოლოცვები.

გილოცავთ უფლის წმინდა შობას და წრფელი გულით გითვლით ჩემს ლოცვა-კურთხევას თქვენ, კავკასიის ხალხებსა და სომხეთს, როგორც საწინდარს მშვიდობისა და სულიერი სიხარულისა. დაე, უმანკო ქალწულმა გადაგაფაროთ თავისი დედობრივი მოსასხამი.

გთხოვთ, არ დაგავიწყდეთ ილოცოთ ჩემთვის!

ძმურად, ფრანცისკე

ვატიკანიდან, 10 დეკემბერი 2020, პაპი ფრანცისკე კათოლიკე ეპისკოპოსებს, მის აღმატებულებას, მონს.ჟოზე აველინო ბეტანკურს, მონს.ჯუზეპე ლატერცას.  წმინდა  საყდრის სადესპანო საქართველოში. 

კომენტარები