მე-10 მოწვევის პარლამენტი

ჩარკვიანი იოსელიანს: კანონებს ვერ მიიღებთ, შეგიძლიათ, პარლამენტის ბუფეტში ტვიქსი გაიყოთ

"მე ერთ რამეს გეტყვით: თქვენ იქ კანონებს ვერ მიიღებთ, ერთადერთი რაც შეგიძლიათ, ბუფეტს მიაკითხოთ პარლამენტში, ტვიქსი იყიდოთ და გაიყოთ. მიირთვათ და დაგვანებოთ თავი". – პარტია კანონი და სამართალის ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა პარტია მოქალაქეების ლიდერს ლევან იოსელიანს პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მიმართა. 

"ქვეყანა გადასარჩენია და თქვენი კონსტრუქციული მამაძაღლობებისთვის არ გვცალია. ამდენი ხანია, ვითმენთ და ანგრევთ თქვენ მონაპოვარს ოპოზიციისას. არ მოგცემთ ამის უფლებას, ეს არის შანტაჟი, შედით რა". – ამბობს ჩარკვიანი. 

როგორც იოსელიანი ამბობს, "ოპოზიციას თავს ვერ დაგანებებთ, სანამ პარლამენტში არ გიხილავთ". 

ოპოზიციური პარტიები, რომლებმაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად მანდატები მოიპოვეს, უარს ამბობენ პარლამენტში შესვლაზე, ვინაიდან მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა და იგი არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას. 

ოპოზიცია ხელისუფლებისგან ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეფორმას, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვს და საპარლამენტო საქმიანობას ბოიკოტს უცხადებს. ამ დროისთვის 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან საპარლამენტო მანდატებზე უმრავლესობამ უარი თქვა. 

მანდატებზე უარი არ უთქვამს პროპუტინური პატრიოტთა ალიანსის სიის სამ წევრს, რომელთაც მანდატები იმის გამო ერგოთ, რომ პარტიის ლიდერებმა პარლამენტში შესვლაზე უარი თქვეს. მანდატებზე უარი არ უთქვამთ გირჩის სამ და მოქალაქეების ორ წევრს. 

კომენტარები