დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპის Facebook და Instagram გვერდები აღდგა

დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპის Facebook და Instagram გვერდები აღდგა. ჯერჯერობით, ცნობილი არ არის, აღუდგა თუ არა გვერდებზე წვდომა თავად ტრამპს. 

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა კაპიტოლიუმში შეჭრილ თავის მხარდამჭერებს მიმართა და მიმართვის ვიდეო სოციალურ მედიაში გაავრცელა, პრეზიდენტის ანგარიშები რამდენიმე სხვადასხვა სოცმედიასაიტმა შეზღუდა.

Facebook-მა მიმართვის ვიდეო წაშალა და  Facebook-სა და Instagram-ზე პრეზიდენტს წვდომა ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე შეუზღუდა. Twitter-მა კი დონალდ ტრამპს ანგარიში სამუდამოდ გაუუქმა.  ამ გადაწყვეტილების შემდეგ, Facebook-ის და Twitter-ის აქციების ფასი ჯამურად 51 მილიარდი დოლარით შემცირდა

13 იანვარს YouTube-მა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არხზე წვდომა შეუჩერა. მედიამ პრეზიდენტის ანგარიშს ახალი ვიდეოების განთავსების და პირდაპირი ჩართვების შესაძლებლობა 7 დღით შეუზღუდა, კომპანიის განცხადებით, ეს პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს.

კომენტარები