დონალდ ტრამპი

მაკოლეი კალკინი ემხრობა იდეას, რომ HOME ALONE 2-ში ტრამპი სცენიდან ამოჭრან

მაკოლეი კალკინი და დონალდ ტრამპი Home Alone-ის მეორე ნაწილში.

მაკოლეი კალკინი ემხრობა იდეას, რომ საკულტო საახალწლო ფილმში — Home Alone-ის მეორე ნაწილში დოლანდ ტრამპი სცენიდან ამოჭრან და ის სხვა მსახიობით ჩაანაცვლონ.

ამერიკის პრეზინდენტი Home Alone-ის მეორე ნაწილში რამდენიმე წუთით ჩანს, როდესაც ის მაკოლეი კალკინის პერსონაჟს, კევინს სასტუმროში ხვდება და სწორ მიმართულებას ასწავლის.

რამდენიმე დღის წინ, Twitter-ის მომხმარებელმა დაპოსტა ვიდეო, სადაც იმავე სცენიდან დონალდ ტრამპი ამოჭრილია და მხოლოდ კევინია დარჩენილი. მაკოლეი კალკინმა პოსტზე კომენტარად "ბრავო" დაწერა.

ამის შემდეგ, Twitter-ის კიდევ ერთმა მომხმარებელმა, Home Alone-ის მეორე ნაწილიდან არა მხოლოდ დონალდ ტრამპის სცენის ამოჭრა მოითხოვა, არამედ მისი სხვა მსახიობით ჩანაცვლებაც, რასაც მაკოლეი კალკინი ასევე დაეთანხმა.

14 იანვარს, აშშ-ის პრეზიდენტს, დოლანდ ტრამპს, წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი მეორედ გამოუცხადა. ამბოხებისაკენ მოწოდების ბრალდებით, ტრამპის იმპიჩმენტის მომხრე იყო ყველა დემოკრატი კანონმდებელი, ასევე 10 რესპუბლიკელი კონგრესმენი, ჯამში - 232 კონგრესმენი.

ტრამპი აშშ-ს ისტორიაში პირველი პრეზიდენტი გახდა, რომელსაც წარმომადგენელთა პალატამ იმპიჩმენტი ორჯერ გამოუცხადა.

 

კომენტარები