რელიგიის თავისუფლება

დეკანოიძე ბუკნარზე: ხელისუფლება პასუხისმგებელია დაიცვას მოქალაქეების რწმენის თავისუფლება

ნებისმიერი ქვეყანა, ნებისმიერი სახელმწიფო, ხელისუფლება პირველ რიგში არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ დაიცვას ჩვენი თითოეული თანამოქალაქის თავისუფლება რწმენის, აღმსარებლობის და ყველაზე მნიშვნელოვანია, იმოქმედოს კანონის შესაბამისად - დაისაჯოს ყველა მოძალადე, რომელმაც იძალადა, გამოიძიოს ყველა საქმე, რომელიც ეხებოდა კანონის დარღვევას ამ კონტექსტში, ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ სახელმწიფომ მთელი ამ წლების განმავლობაში არათუ ჯეროვანად იმოქმედა, არაფერი არ გააკეთა იმისთვის, რომ ეს პრობლემა მოგვარებულიყო. 

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება, სადაც ორ მუსლიმ ახალგაზრდას თავს დაესხნენ, რათა ისინი მეჩეთში არ წასულიყვნენ. შსს დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა წერს, რომ ძალადობის გამო ერთი ადამიანი დააკავეს. მან თანასოფლელებს თავი ქვით დაუზიანა.  

კომენტარები