არმი ჰამერი

უცნობმა ქალმა მსახიობი არმი ჰამერი ძალადობასა და კანიბალიზმში დაადანაშაულა

Pedestrian

ბრიტანულმა ტაბლოიდმა, The Sun-მა  უცნობი ქალისა და ამერიკელი მსახიობის, არმი ჰამერის მიმოწერა გაავრცელა. ფილმ "შენი სახელით მომმართეს" ვარსკვლავისა და ინსტაგრამზე House of Effie-ის სახელით დარეგისტრირებულ მომხმარებლის მიმოწერაში კანიბლიზმისა და ძალადობის მუქარის შემცველი ტექსტი იკითხება. 

"ძალიან აღვეგზენი. წარმოვიდგინე როგორ მიჭირავს შენი მფეთქავი გული ხელში. 100%-ით კანიბალი ვარ, მინდა შეგჭამო. ჯანდაბა, მეშინია ამის აღიარება და აქამდე არავისთვის მითქვამს, ერთხელ ცოცხალ ცხოველს გული ამოვაჭერი და შევჭამე სანამ თბილი იყო". –ვკითხულობთ მიმოწერაში.

"შენ იმისთვის ცოცხლობ რომ დამემორჩილო და ჩემი მონა იყო. მე შენი პატრონი ვარ, გსურს, მოხვიდე და იყო ჩემი საკუთრება სანამ არ მოკვდები? მინდა, თითი მოგაჭრა და ჯიბით ვატარო, რათა შენი სხეულის ნაწილს მუდამ ვფლობდე". – წერია მომხმარებლის მიერ გამოქვეყნებულ მეორე სქრინში.

მიმოწერის ავთენტურობის დასადასტურებლად House of Effie-მ ტატუირებული ხელის ფოტო გამოაქვეყნა. ზუსტად ასეთი ტატუ აქვს იმავე ადგილას თავად მსახიობს.

ამ ეტაპზე არც მსახიობი და არც მისი იურიდიული წარმომადგენლები ქსელში მიმდინარე სკანდალს არ გამოხმაურებიან. 

ჰამერის კინოკარიერა 2006 წელს დაიწყო. პირველი დასამახსოვრებელი როლი "სოციალურ ქსელში" შეასრულა, საყოველთაო პოპულარობა "შენი სახელით მომმართემ" მოუტანა.

კომენტარები