ესტონეთი

ესტონეთის პრემიერმინისტრი იური რატასი გადადგა

Twitter

ესტონეთის პრემიერმინისტრი, იური რატასი, გადადგა ტალინში პორტო ფრანკოს ქონების განვითარების პროექტზე გამოძიების დაწყებისა და მისი პარტიის წინააღმდეგ შესაძლო კორუფციის ბრალდებების შემდეგ.

რატასმა, რომელიც ამბობს, რომ პირადად მას არ ადანაშაულებენ და უარყოფს, რომ რაიმე დააშავა, სამთავრობო სესიაზე მისი გადადგომის შესახებ ფორმალურად უნდა განაცხადოს და ასევე პარლამენტს აცნობოს. მისი თქმით, მან პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო და გადადგა.

პრეზიდენტმა პრემიერმინისტრად ახალი პირი უნდა წარუდგინოს პარლამენტს მომდევნო ორი კვირის განმავლობაში. 

ესტონურ ახალი ამბების სააგენტოში განაცხადეს, რომ რატასის პარტია ეჭვმიტანილია ტალინში უძრავი ქონების განვითარების პროექტზე სისხლის სამართლის გამოძიებაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, მის პარტიის გენერალურმა მდივანმა მიხაილ კორბმა ბიზნესმენ ჰილარი ტედერს სთხოვა 1 მილიონამდე ევრო, ტალინში ძველი ქალაქის ნავსადგურში მისი პორტო ფრანკოს ქონების განვითარების პროექტისთვის 39 მილიონიანი სესხის სანაცვლოდ.

რატასმა, რომელიც 2016 წელს გახდა პრემიერმინისტრი, 2019 წელს წააგო არჩევნები და ცენტრისტული მემარჯვენე რეფორმის პარტია ყველაზე დიდი პარტია გახდა. ამის შემდეგ მან მოულოდნელად თავისი მემარცხენე ცენტრისტული პარტიით, კონსერვატული მამულეთის პარტიასთან და ულტრამემარჯვენე პარტიასთან კოალიცია შექმნა და შედეგად პარლამენტში უმრავლესობა მოიპოვა.

ესტონეთის შემდეგი საყოველთაო არჩევნები 2023 წლის მარტშია ჩანიშნული.

კომენტარები