აშშ

კონგრესში დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის რეზოლუციის ტექსტი გამოაქვეყნეს

დონალდ ტრამპი

აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატიული პარტიის უმრავლესობამ მოქმედი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის, რეზოლუციის ტექსტი გამოქვეყნა. რეზოლუციის პროექტში ნათქვამია, რომ დონალდ ტრამპი თავის მოქმედებებით აქეზებდა აჯანყებას, რითიც მან სეროზული საფრთხე შეუქმნა აშშ-ს უსაფრთხოებასა და სახელმწიფოს ინსტიტუტების სტაბილურობას. 

ამავე ტექსტში საუბარია იმაზე, რომ ტრამპი კვლავინდებურად წარმოადგენს საფრთხეს აშშ-ს ნაციონალური უსაფრთხოების, კონსტიტუციისა და დემოკრატიისთვის. "ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემისთვის პრობლემების შექმნით, დონალდ ტრამპმა უღალატა მოსახლეობის ნდობას მის მიმართ."

რეზოლუციის მიღება იმპიჩმენტის პროცედურის პირველი ეტაპია. ამის შემდეგ საქმე შესასწავლად გადაეცმა კონგრესის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს, სწორედ კომიტეტმა უნდა შეისწავლოს საქმე და გადაწყვიტოს არსებობს თუ არა საკმარისი საფუძველი პროცედურის გაგრძელებისთვის. დადებითი პასუხის შემთხვევაში საკითხი დგება კენჭისყრაზე კონგრესში 

იმ შემთხვევაში თუ კონგრესის შემადგენლობის უმრავლესობა დამნაშავედ მიიჩნევს პრეზიდენტს თუნდაც, მის მიმართ წაყენებულ ერთ დანაშაულში, საქმე კონგრესის ზედა პალატას, სენატს გადაეგზავნება. 

სენატში კი პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭიროა ხმათა 2/3 ანუ 67 სენატორის ხმა. დემოკრატიული პარტიის ლიდერი და კონგრესის სპიკერი ნენსი პელოსიმ გასულ დღეებში არაერთხელ მოუწოდა, ვიცე პრეზიდენტს, მაიკ პენსს გამოიყენოს კონსტიტუციის 25-ე შესწორება და პრეზიდენტი არაქმედინურანიად მიიჩნოს. 

მოსალოდნელია, რომ 25-ე შესწორება ამ შემთხვევაში გამოყენებული არ იქნება, რადგანაც შესწორება ძირითიდად სამედიცინო მიზეზებით არაქმედითუნარიანობას გულისხმობს. 

პრეზიდენტ ტრამპის იმპიჩმენტის შესახებ მოწოდებები 6 იანვრის, მას შემდეგ გახშირდა, რაც მისმა მხარდამჭერები თავს დაესხნენ კაპიტულიუმის შენობას მაშინ, როცა იქ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების სერტიფიცირების პროცესი მიმდინარეობდა. შეტაკებების შედეგად დაიღუპა 4 თავდამსხმელი და 1 პოლიციელი.

კომენტარები