აღსანიშნავი ის კი არ არის, რომ ოდესღაც ვირუსმა შეაღწია პენიტენციურ სისტემაში, აღსანიშნავი არის ის, რა რეზულტატი მოგვცა ჩვენ 10 თვით პენიტენციური სისტემის დაცვამ ვირუსისაგან. ამას აქვს ძალიან კონკრეტული შედეგები და გამოხატულება და ეს არის ის, რომ ჯანდაცვის სისტემა, პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის კომპონენტის ჩათვლით, სრულად მომზადებულია, რომ ვმართოთ ინფიცირების ყოველი შემთხვევა. ეს რომ არ ყოფილიყო, შედეგებიც უკვე ძნელად წარმოსადგენია რა გვექნებოდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეისათვის ვირუსის კონტროლი სრულად არის მართული და გამომდინარე ახალი ეტაპიდან, როგორც კი პირველი სიმპტომები გამოვლინდა დავიწყეთ ყვეა დაწესებულების ტესტირება ინფიცირებული პატიმრების გამოვლენა და მკურნალობა და ამას აქვს სისტემური ხასიათი.
tbl.ge/5diz
დაკოპირდა
იუსტიციის მინისტრი გოჩა ლორთქიფანიძე ზოგ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვით პენიტენციურ დაწესებულებებში COVID-19 გავრცელდა.
ამავე თემაზე
- წულიკიანი: ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის სპეციალურად განკუთვნილი ციხე აღარ იარსებებს
- წულუკიანი: ე.წ მატროსოვის ციხის ლიკვიდაცია მოხდება, პატიმრები რუსთავში გადავიყვანეთ
- ციხეში გაკეთებული ვიდეოჩანაწერის შენახვის 5-დღიანი ვადა 30 დღემდე გახანგრძლივდა
- რუსთავში ორი ახალი ციხე აშენდება
- პრემიერი: მთავარი ღირებულება ადამიანია, ციხეში თუ ციხის გარეთ