Sex and The City

სექსი დიდ ქალაქში HBO MAX-ზე ბრუნდება — გადაღებები გაზაფხულზე დაიწყება

ამერიკული სერიალი სექსი დიდ ქალაქში HBO Max-ზე ბრუნდება - ამის შესახებ ინფორმაციას Variety ავრცელებს.

ახალ სერიებს And Just Like That... ერქმევა და მასში მონაწილეობას კვლავ სარა ჯესიკა პარკერი, სინტია ნიქსონი და კრისტინ დევისი მიიღებენ. ახალ სერიებში არ იქნება სამანტა ჯონსის პერსონაჟი და შესაბამისად, მისი შემსრულებელი მსახიობი კიმ კეტრელი.

სერიალში ვნახავთ, როგორი თავგადასავლები აქვთ 50 წელს გადაცილებულ კერი ბრედშოუს, შარლოტასა და მირანდა ჰობსს. მთლიანობაში, სერიების ხანგრძლივობა, დაახლოებით, 10 საათი იქნება და მათი გადაღება 2021 წლის გვიან გაზაფხულზე, ნიუ-იორკში დაიწყება.

სექსი დიდ ქალაქში HBO-ზე 1998 წელს გამოვიდა და 2004 წელს, მეექვსე სეზონით დასრულდა.

ამის შემდეგ სერიალის მიხედვით ორი ფილმი გადაიღეს - პირველი ნაწილი 2008 წელს, ხოლო მეორე  ნაწილი 2010 წელს.

კომენტარები