ანტისემიტიზმი ეკლესიაში

კობახიძე: გამრეკელმა უნდა აღიაროს ანტისემიტიზმი, საპატრიარქომ კი გაათავისუფლოს ეპარქიიდან

ჰეი, შავბნელო მღვდლებო! ხედავთ, როგორ თხებივით გყიდიან თქვენივე შავბნელი მეუფეები? ქუთაისელმა მამა ილია კარკაძემ ანტისემიტურად იქადაგა და ამით ქუთაისელი მეუფე იოანე გამრეკელის ანტისემიტიზმს გამოექომაგა, მეუფემ კი ჯოხი მამა ილიაზე გადატეხა და ანტისემიტური ტალახით დასვრილი საკუთარი ხელები დეკანოზ კარკაძეს შეაწმინდა. იოანე გამრეკელმა დღეს ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა, სადაც გაჰყვირის, მამაო კარკაძეა ანტისემიტი, ეგ არამზადა, თორემ მე ანგელოზი ვარ, აგერ ფრთებს როგორ ვაბათქუნებო. მეუფე იოანე ვირივით გაჯიუტდა და საკუთარ ანტისემიტიზმს არ აღიარებს, სამაგიეროდ თხებივით ჰყიდის თავის მომხრე პადხალიმ მამაოებს, რომ იქნებ ატეხილი საერთაშორისო სკანდალი როგორმე ჩააცხროს. იოანე გამრეკელმა თვითონ უნდა აღიაროს საკუთარი ანტისემიტიზმი, ხოლო საპატრიარქომ საჯაროდ ბოდიში უნდა მოიხადოს და გამრეკელი გაათავისუფლოს ქუთაისის ეპარქიის მმართველობიდან. ეკლესიის ამბიონიდან წარმოთქმული ანტისემიტური ქადაგების სასჯელი უბრალო შენიშვნა ვერ იქნება. ამიტომ, როდესაც თავის ოფიციალურ განცხადებაში მეუფე იოანე აღიარებს, რომ დეკანოზ ილია კარკაძის ქადაგება ანტისემიტური იყო, ამისთვის მან მამა ილიას მღვდელმოქმედება უნდა აუკრძალოს.

თეოლოგი ბასილ კობახიძე  მიტროპოლიტ იოანე გამრეკელის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც აღნიშნულია, რომ დეკანოზ ილია კარკაძის 4 იანვრის ქადაგება “სრულად წარმოადგენს უსაფუძვლო ბრალდებებს ებრაელი ერის ან ცალკეული წარმომადგენლების მიმართ. არ ეფუძნება ეკლესიის სწავლებას და გამსჭვალულია ანტისემიტური პათოსით”. 

კომენტარები