ბარბარე რაფალიანცის საქმე

სააკაშვილი: ივანიშვილმა მოკლა 6 თვის ბარბარე რაფალიანცი

მთავარი/კადრი ვიდეოდან

"ივანიშვილმა მოკლა 6 თვის ბარბარე რაფალიანცი". - ამბობს საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მთავარისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

"ეს არის ის ხალხი, ვინც დადგა რუსეთთან ერთად ციხის კადრები, ეს არის ის ხალხი, ვინც მოკლა 6 თვის ბარბარე რაფალიანცი. ივანიშვილმა მოკლა 6 თვის ბარბარე რაფალიანცი, მოდით, ვთქვათ, როგორც არის. ან ივანიშვილთან დაკავშირებულმა ხალხმა, სპეცსამსახურებმა, ვინც მიამაგრეს მას რუსებმა. მე დეტალები დღემდე არ ვიცი, მაგრამ გასაგებია, რაც იყო, სპეცოპერაცია იყო არჩევნების წინ". - ამბობს სააკაშვილი. 

2012 წლის 30 სექტემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში, 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ცხედარი წყლით სავსე ტონანახევრიან ქვევრში იპოვეს. მაშინ, ქართული ოცნების ზოგიერთმა წარმომადგენელმა ბავშვის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა. შინაგან საქმეთა მინისტრობისას ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენჯერმე საჯაროდ დადო პირობა, რომ საქმეს სწრაფად გამოიძიებდნენ, თუმცა მოგვიანებით ღარიბაშვილმა თქვა, რომ იჩქარა.

2014 წლის სექტემბერში, თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრმა გაავრცელა 2014 წლის 6 თებერვალს გაკეთებული ვიდეოჩანაწერი, რომელშიც ქართული ოცნების ყოფილი ადვოკატი ლალი ბიწოშვილი 10 თვის ბარბარე რაფალიანცის სიკვდილზე პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებასა და კულტურის მინისტრის მოადგილეს, მანანა ბერიკაშვილს აკისრებს. ბერიკაშვილი 2012 წელს ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო გურჯაანის რაიონში. ბიწოშვილი ამბობს, რომ მას კოალიციის წარმომადგენლებმა სთხოვეს, ჩართულიყო რაფალიანცის საქმეში და დაერწმუნებინა ოჯახის წევრები, არაფერი არ ეთქვათ მასთან შეუთანხმებლად. 

საპარლამენტო უმცირესობამ 10 თვის ბარბარე რაფალიანცის სიკვდილის საქმეზე რანდენჯერმე მოითხოვა საგამოძიებო კომისიის შექმნა, თუმცა, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.

კომენტარები