ეს [ბარბარე რაფალიანცის საქმე] ჩემთვის იყო განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ნამდვილად აღმაშფოთებელი მკვლელობა, რომელმაც შეძრა მთელი საქართველო. სამწუხაროდ, ცხელ კვალზე ეს დანაშაული ვერ იქნა გამოძიებული და დღემდე არ არის დადგენილი საბოლოო მიზეზი, რაც არის ძალიან სამწუხარო. პოლიტიკოსებმა გააკეთეს ცხელ კვალზე არასწორი კომენტარები, ესეც მინდა, ვთქვა და ეს ფაქტი თავისთავად, ის, რომ ეს არის გამოუძიებელი, არის ძალიან სამწუხარო. ხანდახან, შესაძლებლობის ფარგლებში, რაც ხერხდება, ის კეთდება, ამაზე მეტი ამ გამოძიებასთან დაკავშირებით, ვერ გაკეთდა და ვერ გაკეთდა იმიტომ, რომ ცხელ კვალზე არ იქნა ეს საკითხი გამოძიებული, და იყო ბევრი პოლიტიკური სპეკულაცია, ყველა მხრიდან სხვათაშორის.
ბარბარე რაფალიანცის საქმე
კვირიკაშვილი რაფალიანცის საქმეზე: შესაძლებლობის ფარგლებში, რაც ხერხდება, ის კეთდება
tbl.ge/2124
დაკოპირდა
პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი კვირიკაშვილი საპარლამენტო უმცირესობასღან შეხვედრაზე, ბარბარე რაფალიანცის შესახებ დასმული შეკითხვის შესახებ.
ამავე თემაზე
- სააკაშვილი: ივანიშვილმა მოკლა 6 თვის ბარბარე რაფალიანცი
- რაფალიანცის დედა: გამომძიებლისგან ერთი და იგივე ფრაზა ისმის - ხელჩასაჭიდი არაფერია
- კვირიკაშვილი: რაფალიანცის მკვლელობა რომ გამოუძიებელია, ეს არის უბედურება
- ნაციონალური მოძრაობა შს სამინისტროს რაფალიანცის საქმეზე 13 კითხვით მიმართავს
- გედევან ფოფხაძემ ღვინიაშვილს რაფალიანცის საქმესთან დაკავშირებით მოუბოდიშა