კაპიტოლიუმში შეჭრა

კინზინგერი კაპიტოლიუმში შეჭრაზე: ეს არის გადატრიალების მცდელობა

saukvalley.com

"ეს არის გადატრიალების მცდელობა". - ასე ეხმაურება კონგრესმენი ადამ კინზინგერი დონალდ ტრამპის მომხრეების კაპიტოლიუმში შეჭრას

აშშ-ის კაპიტოლიუმის შენობაში სროლა იყო. ამერიკული მედიის ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ქალი. CNN-ის მიხედვით მისი მდგომარეობა კრიტიკულია. უცნობია, რა ხდება ამ წუთებში კაპიტოლიუმის შენობაში, სადაც ტრამპის მხარდამჭერი აქციის მონაწილეთა ნაწილი შეიჭრა.

კონგრესის შენობაში მიმდინარეობდა წარმომადგენელთა პალატისა და სენატის სხდომა, რომელიც მომიტინგეთა შეჭრის შემდეგ ჩაიშალა და კანონმდებლებმა შენობა დაცვის თანხლებით დატოვეს.

კონგრესს ოფიციალურად უნდა დაემტკიცებინა საარჩევნო კოლეგიის ხმები, რომლის მიხედვითაც აშშ-ს მომავალი პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდება. ტრამპის მხარდამჭერები ამას ეწინააღმდეგებიან. თავად ტრამპი დამარცხებას ამ დრომდე არ აღიარებს და კვლავ არჩევნების გაყალბებაზე ლაპარაკობს.

კომენტარები