კაპიტოლიუმში შეჭრა

ტრამპის მხარდამჭერი აქციიდან მომიტინგეთა ნაწილი კაპიტოლიუმში შეიჭრა

ვაშინგტონში ტრამპის მხარდამჭერი აქციიდან მომიტინგეთა ნაწილი კაპიტოლიუმში შეიჭრა.

წარმომადგენელთა პალატის და სენატის სესიები შეჩერებულია. მომიტინგეების ნაწილის შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე, როდესაც პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მოხდა, კაპიტოლიუმი ჩაკეტეს.

აქციაზე, რომელსაც "მსვლელობა ამერიკის გადარჩენისთვის" უწოდეს დონალდ ტრამპიც შეუერთდა და სიტყვით გამოვიდა.

6 იანვარს კონგრესის ორივე პალატა შეიკრიბა, რათა დათვალოს საარჩევნო კოლეგიის მიერ მიცემული ხმები და ოფიციალურად დაადასტუროს შედეგები. მომიტინგეები ამას ეწინააღმდეგებიან.

ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა თქვა, რომ ის იზიარებს შეშფოთებას არჩევნების სამართლიანობის  შესახებ, მაგრამ მისი თქმით, არ არის სწორი რომ მან ცალმხრივად უნდა მიიღოს ან უარყოს საარჩევნო კოლეგიის მიერ მიცემული ხმები. 

საარჩევნო კოლეგიამ უკვე გააკეთა არჩევანი და 306 ხმით არჩეულ პრეზიდენტად ჯო ბაიდენი გამოცხადდა, თუმცა რესპუბლიკური პარტიის კანონმდებელთა ნაწილი ამ გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერს. 

კომენტარები