ბელარუსი

ლუკაშენკო: ბელარუსში საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი ჩატარდება

ალექსანდრ ლუკაშენკო
Reuters

ალექსანდერ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსში საკონსტიტუციო ცვლილებებზე რეფერენდუმი ჩატარდება. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სიახლეების სააგენტო ავრცელებს. 

Industryglobalnews24 მის სიტყვებზე დაყრდნობით წერს, რომ საკონსტიტუციო რეგორმას რუსეთიც მხარს უჭერს.

მანამდე აგვისტოში ლუკაშენკომ თქვა, რომ ახალი არჩევნების ჩატარება შესაძლებელია, მას შემდეგ, რაც ბელარუსი ახალ კონსტიტუციას მიიღებს. 

9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები იმართება. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები