ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ საზანოში საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 2 და მძიმედ დაშავდა 1 ადამიანი. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვაა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს სახლში 4 ადამიანი იმყოფებოდა. ერთი მათგანი ადგილზევე გარდაიცვალა, ერთი კი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.