ზესტაფონი

ზესტაფონში მატარებელი ახალგაზრდა კაცს დაეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა

საქართველოს რკინიგზა

ზუგდიდიდან თბილისისკენ მომავალი მატარებელი ზესტაფონში, სოფელ აჯამეთთან, ახალგაზრდა კაცს დაეჯახა, ის ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც ტაბულას საქართველოს რკინიგზაში უთხრეს, რეისი ამ დროისთვის გაჩერებულია და პროცედურების დასრულების შემდეგ განახლდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მეოთხე ნაწილით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა სპეციალურად ევალება და რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები