ჯესი ჯეი

ჯესი ჯეი: მენიერის დაავადების შემდეგ სმენა დამიქვეითდა და ვეღარ დავდივარ

News24

ჯესი ჯეი შობამდე ცოტა ხნით ადრე საავადმყოფოში მოხვდა. ინგლისელ მომღერალს ექიმებმა მენიერის დაავადება დაუდგინეს.

მენიერის დაავადება შიდა ყურის პათოლოგიაა, რომელიც იწვევს ვერტიგოს – ძლიერი თავბრუსხვევის ეპიზოდებს. დაავადებას თან ახლავს თანდათანობითი სმენითი დაქვეითება, შუილი ყურებში – ტინიტუსი და ზოგჯერ სისავსის, წნევის შეგრძნება შიდა ყურში. დაავადების გამომწვევი მიზეზები უცნობია.

"გავიღვიძე და ცალ ყურში არაფერი მესმოდა, სწორ ხაზზე გავლა მიჭირდა. ექიმებმა მენიერის დაავადება დამიდგინეს. ახლა ოდნავ უკეთ ვარ, სმენა ცალ ყურში დაქვეითებული მაქვს, სიარულიც მიჭირს. ძირითადად ვწევარ, ყველაზე ძალიან სიმღერა მენატრება, ვერ ვმღერი, იმიტომ რომ ცალ ყურში განუწყვეტლივ ჩართული ფენის ხმა მესმის". ¬ წერს სოციალურ ქსელში მომღერალი.

ჯესი ჯეიმ კარიერა როგორც კომპოზიტორმა დაიწყო, ის წერდა სიმღერებს კრის ბრაუნისთვის და მაილი საირუსისთვის, მოგვიანებით, ჯეიმ სიმღერა თავად დაიწყო. ამ დროისთვის მას ხუთი ალბომი აქვს გამოცემული. 2019 წელს მომღერალმა საქართველოში კონცერტი ჩაატარა.

კომენტარები