აფეთქება ნეშვილში

ნეშვილში აფეთქება მოხდა, არიან დაშავებულები

nyt.com

აშშ-ში, ტენესის დედაქალაქ ნეშვილში, ქრისტეშობის დილას აფეთქება მოხდა. მთავრობის წარმომადგენლების თქმით, ეს, სავარაუდოდ, წინასწარ იყო დაგეგმილი. აფეთქება დილის 7-ის ნახევარზე მოხდა.

შემთხვევის შედეგად არავინ გარდაცვლილა, თუმცა დაშავდა 3 ადამიანი, მათ, ამ დროისთვის, შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ.

პოლიციის ინფორმაციით, აფეთქებამდე ერთი საათით ადრე, მიმდებარე ტერიტორიაზე სროლის შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ადგილზე მისული პოლიცია, რომელიც სროლას იძიებდა, ავტომანქანას გადააწყდა, საიდანაც ისმოდა, რომ "პოტენციური ბომბი 15 წუთში აფეთქდებოდა".

მედიის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია, იმყოფებოდა თუ არა ვინმე მანქანაში აფეთქებისას.

აფეთქება ნეშვილის ერთერთი ყველაზე დიდი ტურისტული თავშეყრის ადგილას მოხდა.

კომენტარები