თბილისი მერის, კახა კალაძის შეფასებით, განახლებული ჭავჭავაძის გამზირი ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია. ამის შესახებ კალაძემ საკრებულოს სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
"შეიძლება ითქვას, ქუჩის მოწყობის სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტი დავაწესეთ". – ამბობს კახა კალაძე.
დედაქალაქის მერის თქმით, სამომავლოდ, ყველა ქუჩა, რომელიც გაკეთდება, ჭავჭავაძის გამზირის სტანდარტის იქნება და ყველას ექნება შესაბამისი სივრცე.