რელიგია

საპატრიარქო აღსაყდრების დღეს: კარგი იქნება, თუ სიკეთეს გაუკეთებთ გაჭირვებულ ადამიანს

საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქოს განცხადების მიხედვითაც, პანდემიის გამო 25 დეკემბერს წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენებისა და კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ინტრონიზაციის დღეს, საქართველოს საპატრიარქოში რაიმე ღონისძიება არ იგეგმება.

"მისი უწმინდესობა წირვას საპატრიარქოს ტაძარში დაესწრება, მღვდელმთავრებს კი სთხოვს, ილოცონ თავიანთ ეპარქიებში.

ასევე, კარგი იქნება, თუ რაიმე სიკეთეს გაუკეთებთ, თუნდაც ერთ გაჭირვებულ ადამიანს; სიტყვით ნუგეშისცემაც მადლად ჩაგეთვლებათ". – ვკითხულობთ განცხადებაში. 

კომენტარები