მე-10 მოწვევის პარლამენტი

თურნავა: ამომრჩეველმა ოპოზიციას ხმა იმიტომ მისცა, რომ მეტად კრიტიკული დებატები გვქონოდა

რა თქმა უნდა, არის დისკომფორტი და უხერხულობა. პირველ რიგში, ოპოზიცია რომელიც ბოიკოტის გზას ადგას, დესტრუქციის გზას ადგას, უხერხულობას უნდა გრძნობდეს საკუთარი ამომრჩევლის წინაშე. ოპოზიციურად განწყობილმა იმ ამომრჩეველმა, ვინც ოპოზიციურ პარტიებს ხმა მისცა, რა თქმა უნდა, ეს გააკეთა იმ მიზნით, რომ დღეს მეტად უფრო კრიტიკული დისკუსია და დებატები გვქონოდა, მათ რჩეულებს დაესვათ მეტად კრიტიკული კითხვები მინისტრობის კანდიდატებისთვის. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, არის დისკომფორტი, მაგრამ ეს არის იმ ოპოზიციური ძალების პასუხისმგებლობაა, ვინც ქუჩის ფორმა არჩიეს.

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატი ნათია თურნავა კითხვაზე, ოპოზიციური პარტიების არყოფნა პარლამენტში არის თუ არა დისკომფორტი და უხერხული. 

კომენტარები