ბოლ 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 51 ადამიანი გარდაიცვალა. დადასტურდა ინფიცირების 2 345 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 3 560 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში 14 457 ტესტი ჩატარდა.
23 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით 214 871 ადამიანი დაინფიცირდა, მათგან 191 968 გამოჯანმრთელდა, 2 233 კი გარდაიცვალა.
მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი მოქმედებს. ასევე, დიდ ქალაქებში არ მუშაობს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.
რა შეზღუდვები იხსნება 24 დეკემბრიდან - წაიკითხეთ აქ.





