ავარია

ბაღდათი-ქუთაისის გზაზე ავარიას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბაღდათი-ქუთაისის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას სამი ადამიანი ემსხვერპლა. ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილები მოზარდი და მისი მშობლები არიან. 

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

კომენტარები