კორონავირუსი საქართველოში

გახარია: მიღწევაა, რომ პირბადის ტარება 65%-მდეა გაზრდილი – თუმცა, ესეც არ არის საკმარისი

ერთ-ერთი მიღწევაა, რომელიც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, ასევე გარდამავალი შედეგი - პირბადის ტარება ქვეყანაში გაზრდილია, დაახლოებით 65%-მდე, თუმცა ესეც არ არის საკმარისი. ჩვენი მიზანია 90-95%. ეს ის მონაცემებია, როდესაც ჩვენ ეკონომიკის თამამად გახსნა შეგვეძლება.  

ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენს ხანდაზმულებზე, ჩვენს მოხუცებზე, ქრონიკული დაავადების მქონე ჩვენს მოქალაქეებზე და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი მობილურობა შევინარჩუნოთ დაბალ დონეზე, ან გავზარდოთ მაშინ, როდესაც ყველა რისკი გადაზღვეული გვექნება.

ამბობს პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, გიორგი გახარია.

კომენტარები