კორონავირუსი რუსეთში

რუსეთის დუმის სპიკერი: დუმის 5 წევრი კორონავირუსით ორჯერ დაინფიცირდა

State Duma Press Service / Moskva News Agency

რუსეთში დუმის 5 წევრი კორონავირუსით ორჯერ დაინფიცირდა. ამის შესახებ დუმის სპიკერმა ისაუბრა.

ვიაჩელსავ ვოლოდინის თანახმად, გასულ კვირაში კორონავირუსი დუმის 11 წევრს დაუდასტურდა. მთლიანობაში პარლამენტის ქვედა პალატის 450 წევრიდან კორონავირუსი 157 პარლამენტარს დაუდასტურდა.

"რაც უფრო შემაშფოთებელია, 5 დეპუტატი კორონავირუსით მეორეჯერ დაავადდა... მათ არ ჩამოუყალიბდათ ანტისხეულები და კვლავ დაინფიცირდნენ". – თქვა ვოლოდინმა. დუმის სპიკერმა კოლეგებს ურჩია, ახალი წლის დასვენების დღეებში თავი შეეკავებინათ მოგზაურობისგან, ხოლო ამომრჩეველთან კომუნიკაციის დროს გაეთვალისწინებინათ ოფიციალური რეკომენდაციები.

ამ დრომდე ოფიციალური პირები ამბობდნენ, რომ რუსეთში კორონავირუსით განმეორებით ინფიცირების შემთხვევები არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ რუსმა მეცნიერმა ექსპერიმენტის მიზნით კორონავირუსით თავი ხელმეორედ საგანგებოდ დააინფიცირა.

ექსპერტების აზრით, მსოფლიოში კორონავირუსით ხელმეორედ ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა მცირეა, რაც საშუალებას არ იძლევა დასკვნების გაკეთებისთვის, თუ როგორ გავლენას იქონიებს ეს მოვლენა ვაქცინაციის პროცესზე და ჯოგურ იმუნიტეტზე.  

გასულ კვირას რუსეთში დაიწყო რუსული ვაქცინის Sputnik V-ით მაღალი რისკ ჯგუფების აცრის აქტიური პროცესი. Sputnik V-ის მწარმოებლების თანახმად, ვაქცინა 91.4%-ით ეფექტიანია.

კომენტარები