კორონავირუსი რუსეთში

მომღერალი მაქსიმი COVID 19-ის ნიშნებით აპარატზე შეაერთეს და ხელოვნურ კომაში შეიყვანეს

მაქსიმი
RIA.RU

ცნობილი რუსი მომღერალი, მარინა აბროსიმოვა, იგივე მაქსიმი, ხელოვნური სუნთქვის  აპარატზე შეაერთეს და ხელოვნურ კომაში შეიყვანეს.  ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. 

მომღერლის წარმომადგენლის ინფორმაციით, ის მწვავე პნევმონიის დიაგნოზით მოათავსეს კლინიკაში, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ მაქსიმს ფილტვების 40% დაზიანებული ჰქონდა და ჟანგბადის მიღება ძალიან უჭირდა. 

აღსანიშნავია, რომ მას კორონავირუსის ყველა სიმპტომი აქვს, თუმცა ტესტებით ვირუსი არ დასტურდება. 

ექიმებმა აბროსიმოვა ხელოვნურ კომაში შეიყვანეს, რათა ორგანიზმმა დაისვენოს და დაავადებასთან ბრძოლას გაუმკლავდეს. ექიმებს პოზიტიური მოლოდინი აქვთ. 

38 წლის მაქსიმმა თავისი ჯანმრთელობის შესახებ 16 ივნისს INSTAGRAM-ზე გაავრცელა ინფორმაცია. მომღერალმა დაწერა, რომ ის 11 ივნისიდან თავს ცუდად გრძნობს და მაღალი ტემპერატურა აღენიშნება. 

 

კომენტარები