თბილისის მერია

კალაძე: ბავშვები ნაძვის ხის ანთებას ტელეეკრანებზე ნახავენ, უნდა ჩაიფიქრონ სურვილები

წლევანდელი ახალი წელი იქნება რადიკალურად განსხვავებული წინა წლებთან შედარებით - მასშტაბებით, ღონისძიებებით, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გამოწვეულია არსებული პრობლემებით, რომელიც შეგვიქმნა პანდემიამ. მე მთავრობის რამდენიმე სხდომის წინ გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ წელს არ გვექნება საახალწლო სოფელი. იმიტომ, რომ ეს ადამიანებს უბიძგებს თავშეყრისკენ და ძალიან გაჭირდებოდა კონტროლი. მივიღეთ გადაწყვეტილება, საახალწლო სოფელი არ გაგვეკეთებინა, თუმცა, ის თანხები, რაც ამ მიმართულებით უნდა დახარჯულიყო, მიემართება იმ ოჯახების და იმ ადამიანების დასახმარებლად, ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდა. 

17 დეკემბერს აინთება ჩვენი ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე. ვიცი, რომ ძალიან ბევრი პატარა ელოდება ამ დღეს და მინდა, მივმართო მათ, მინდა, მივმართო მათ მშობლებს, რომ მოემზადონ და ტელეეკრანებიდან მათ ექნებათ შესაძლებლობა, იხილონ ნაძვის ხის ანთება და, რა თქმა უნდა, უნდა ჩაიფიქრონ სურვილები. ეს სურვილები აუცილებლად აგიხდებათ...

ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები