დისკრიმინაცია

შობას ჭოხონელიძე აღარ იგალობებს – მისი თქმით, ანტიდისკრიმინაციული განცხადების გამო დასაჯეს

მომღერალი, თამრიკო ჭოხონელიძე ამბობს, რომ ეთერში გაკეთებული ანტიდისკრიმინაციული განცხადების გამო ის "დასაჯეს" და შობას აღარ იგალობებს. 

"ეთერში ღიად გამოვხატე ჩემი დამოკიდებულება ჩემთვის მიუღებელი საკითხისადმი - მიუხედავად იმისა, რომ არ მოგწონს მისი რელიგიური მრწამსი, რასის საკითხია თუ ორიენტაციის, ამიტომ უნდა ჩაიქოლოს ადამიანი, ამიტომ ადამიანის დისკრედიტაცია ხდება, ამიტომ სამსახურებიდან ათავისუფლებენ, თუ არ მუშაობს, არ ღებულობენ, აბულინგებენ... ამის წინააღმდეგ წავედი.  

მას შემდეგ ტოლერანტ ადამიანთა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ ყოველ შობის ღამეს, როცა მე ტაძარში ვდგავარ და ვასრულებ საგალობელს, აღარ უნდა მემღერა. გარკვეული "სამაგიერო გადამიხადეს", თავიანთი "დიდსულოვანი ბუნებიდან" გამომდინარე, მე დამსაჯეს. შეიძლება ეს მე შემხებოდა, შეიძლება მას, ვინც მათ ფეხქვეშ არ გაეგებოდა". – თქვა  ჭოხონელიძემ ტელეკომპანია პირველთან საუბარში. 

თამრიკო ჭოხონელიძემ 2019 წლის 14 მაისს თქვა, რომ სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ადამიანების დისკრიმინაცია არაა მართებული. როგორც მომღერალმა გადაცემა რეაქციაში აღნიშნა, შემთხვევითი არაა, რომ 17 მაისი საპატრიარქომ ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა. 

კომენტარები