ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს დეპუტატები ხვალ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართავენ

ევროპული საქართველო
ევროპული საქართველო

ხვალ, 16 დეკემბერს ევროპული საქართველოს დეპუტატები პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით მიმართავენ. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ჟურნალისტის კითხვის პასუხად ისაუბრა. 

როგორც გიგა ბოკერიამ განმარტა, გამომდინარე იქიდან, რომ დღეს ცესკოს თავმჯდომარემ უკვე მიიღო განკარგულება, რომლითაც პარტიული სია ჩაიხსნა, ხვალ უკვე პარლამენტს მიმართავენ მანდატების გაუქმების მოთხოვნით. 

"პროცედურულად ასეა. ჯერ ცესკომ უნდა შეაჩეროს სიები, რომ სია არ გახდეს მოძრავი. დღეს მივიღეთ პასუხი და ხვალ შეიტანენ დეპუტატები განაცხადებს. შემიძლია, დავამშვიდო ყველა ჩვენი "რადიკალი ოპოზიციონერი", ბატონი ელისაშვილის თამადობით, რომ პრობლემა არ იქნება აქ". – თქვა გიგა ბოკერიამ.

ცესკოსთვის არ მიუმართავს ორ პარტიას, რომელმაც ბარიერი გადალახა – გირჩსა და ალეკო ელისაშვილის მოქალაქეებს.

11 დეკემბერს საქართველოს ისტორიაში პირველად ერთპარტიული პარლამენტი შეიკრიბა. ქართული ოცნების გარდა, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას არცერთი პარტია არ დაესწრო. ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.

კომენტარები