კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 3 837 ახალი შემთხვევიდან 1 461 თბილისში დადასტურდა, 646 - იმერეთში, 263 – აჭარაში

ინფიცირების 3 837 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 1 461 შემთხვევა, აჭარა - 263, იმერეთი - 646, ქვემო ქართლი - 245, შიდა ქართლი - 262, გურია - 100, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 404, კახეთი - 254, მცხეთა-მთიანეთი - 90, სამცხე-ჯავახეთი - 86, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 26.

15 დეკემბრის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 194 900  შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 164 786 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 1 883 პაციენტი კი გარდაიცვალა. 

მეოთხე თვეა, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ქვეყანაში აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება. პირბადის ტარება როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში სავალდებულოა. 28 ნოემბრიდან საქართველოში კომენდანტის საათი 22:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე იწყება. ასევე, დიდ ქალაქებში მუშაობას აჩერებს მუნიციპალური ტრანსპორტი. არ მუშაობს ღია და დახურული ბაზრობები. რესტორნები და კვების ობიექტები მხოლოდ გატანის სერვისებზე გადავიდნენ. 28 ნოემბრიდან დაიკეტა ფიტნეს დარბაზები და საცურაო აუზები. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდა.

კომენტარები