პანდემია

FDA-მ Pfizer-ის ვაქცინის რეკომენდაცია გასცა

აშშ-ს საკვების  და წამლის ადმინისტრაციამ Pfizer-ის და BionTech-ის მიერ შემუშავებული ვაქცინის გადაუდებელი გამოყენების რეკომენდაცია გასცა. შემდეგი კვირიდან ვაქცინის დოზებს მიიღებენ ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულები და მოხუცებულთა სახლების რეზიდენტები.F.D.A.-ს ვაქცინების მრჩეველთა პანელის კენჭისყრა 17 ხმით 4-ის წინააღმდეგ დასრულდა.

ამ ფორმალური "მწვანე შუქის" შემდეგ აშშ შეძლებს ვირუსი გავრცელების და სიკვდილიანობის შემცირებას, რომელმაც, ოთხშაბათს, ყოველდღიურად 3000-ს მიაღწია. საბოლოოდ FDA ვაქცინის გამოყენებას შაბათს დაამტკიცებს. 

ვაქცინის 6.4 მილიონი დოზის საწყობებში თავდაპირველი ტრანსპორტირება მომდევნო 24 საათის განმავლობაში დასრულდება. დოზების ნახევარი აშშ-ს მასშტაბით გავრცელდება, მეორე ნახევარი კი შენახული იქნება თავდაპირველი რეციპიენტებისთვის, როგორც მეორე დოზა სამი კვირის შემდეგ. 

"ვაქცინის მაღალი ეფექტიანობის და უსაფრთხოების და პანდემიის კონტროლის დაკარგვის გათვალისწინებით, ვაქცინის გამოყენება გადაუდებელი საჭიროება არსებობს " - ამბობს ვაქცინების კვლევის და განვითარების დეპარტამენტის ვიცეპრეზიდენტი, კეტრინ ჯენსენი. 

Pfizer-მა და BionTech-მა ვაქცინაზე მუშაობა 11 თვის წინ დაიწყეს და სიჩქარის ყველა რეკორდი მოხსნეს. ვაქცინების განვითარებას, ჩვეულებრივ, წლები სჭირდება. Pfizer-ის ვაქცინა უკვე მიიღეს ბრიტანეთის და ბაჰრეინის მოქალაქეებმა, სადაც მისი ავტორიზაცია 2 დეკემბერს მოხდა. კანადამ ის ოთხშაბათს დაამტკიცა. 

მომდევნო კვირაში მოსალოდნელია, რომ  Pfizer-ის ავტორიზაციას Moderna-ს ვაქცინის დამტკიცება მოჰყვეს, რომელიც მსგავს ტექნოლოგიას იყენებს და კლინიკურ კვლევებში ამის მსგავსად დამაიმედებელი შედეგები აჩვენა. 

კომენტარები