თუ გვაქვს შანსი, რომ მოლაპარაკება გადავარჩინოთ, უნდა გადავარჩინოთ. რა თქმა უნდა [თუ არანაირი შეთანხმება არ შედგა, პარლამენტში შესვლას], აზრი არა აქვს, რისთვის უნდა შევიდეთ? მე და ალეკო რომ მარტო შევიდეთ, ეს ხომ სისულელე იქნება, რა უნდა გავაკეთოთ ორმა კაცმა? იმას თავი დავანებოთ, რომ მთელი საქართველოსთვის გაუგებარი იქნება, მაგრამ, ვთქვათ, შევედით, რა უნდა გავაკეთოთ, რას შევცვლით? ვერაფერს.
ამიტომ, ჩვენი ამოცანა პარლამენტში შესვლა კი არ არის, ჩვენი ამოცანაა, მოლაპარაკების პროცესი გადავარჩინოთ...