არჩევნები 2020

კობახიძე: პირდაპირ შემიძლია გითხრათ – ერთპარტიული პარლამენტი არ იქნება

მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ - ერთპარტიული პარლამენტი არ იქნება ერთი მარტივი მიზეზის გამო, იქ, მაგიდის გარშემო არ ზის რვა გვარამია, რვა სააკაშვილი, რვა ბოკერია, არ ზის რვა ადამიანი, რომელსაც აქვს ფსიქიკის პრობლემები. ასეთი ადამიანები იქ არ ზიან, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ადამიანები არ დაექვემდებარებიან არც ერთის, არც მეორის და არც მესამის შანტაჟს და ბულინგს. არ შეიძლება, ღირსეული ადამიანი ფიქრობდეს, თუნდაც გონებაში გაივლოს, რომ ის შეიძლება გახდეს გვარამიას შანტაჟის და ბულინგის მსხვერპლი, ეს ხომ საოცრებაა და ეს ხომ უბედურებაა.

აქედან გამომდინარე, მე ვერ ვხედავ ასეთ რვა ადამიანს იმ მაგიდის გარშემო, რომელიც შეიძლება, თავის თავს ხედავდეს, როგორც გვარამიას მსხვერპლს, სააკაშვილის და ბოკერიას, ამ სამი არაჯანსაღი ადამიანის მსხვერპლს. ასეთი ადამიანები იქ არ სხედან.

აქედან გამომდინარე, მე ვარ დარწმუნებული, რომ არავითარ შემთხვევაში საქართველოში ერთპარტიული პარლამენტი არ შედგება, ეს რომ ასე არ ყოფილიყო, დღეს ასეთ თამამ განცხადებებს ჩვენ ვერ და არ გავაკეთებდით...

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე TV იმედის ეთერში

კომენტარები