არჩევნები 2020

კობახიძე: მანდატებზე უარის თქმით ოპოზიცია აკეთებს საქმეს, რომელიც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა

როდესაც ისინი ამბობენ უარს მანდატებზე საქართველოს პარლამენტში, ამით ისინი საბოლოოდ აკეთებენ იმ საქმეს, რომელიც ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა.

ეს არის ძალიან სწორი და ჯანსაღი პროცესი, ყველაფერს აქვს ბუნებაში კანონზომიერება, და ეს არის, მე ვფიქრობ, ძალიან კანონზომიერი პროცესი, როდესაც პოლიტიკური პარტია, რომელსაც არ ეკუთვნის ქართულ დემოკრატიულ სისტემაში ყოფნა, თვითონ ინადგურებს საკუთარ თავს.

მანდატებზე უარის თქმით ისინი ინადგურებენ საკუთარ თავს - ნაცმოძრაობა და ევროპული საქართველო, რომელიც არის ნამდვილი სიმსივნე ქართულ პოლიტიკაში, ისინი თავად გადიან პოლიტიკური სივრციდან, რაც არის ნამდვილად ჯანსაღი, კანონზომიერი პროცესი და ამისთვის მათ პირველად მადლობა უნდა გადავუხადოთ...

ამბობს ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე TV იმედის ეთერში.

კომენტარები