მოგზაური

იტალიელმა კაცმა ცოლთან ჩხუბის შემდეგ განტვირთვის მიზნით 450 კილომეტრი გაიარა

Bored Panda

იტალიის ჩრდილოეთში, ქალაქ კომოში მცხოვრებმა კაცმა ცოლთან კამათის შემდეგ, განტვირთვის მიზნით, 450 კილომეტრი გაიარა.

უცნობი 48 წლის კაცი სახლიდან 450 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ ფანოში, ღამის 2 საათზე პოლიციამ კომენდანტის საათის დარღვევის გამო გააჩერა. მისი სახელის გადამოწმებისას გაირკვა, რომ კაცზე კომოში ძებნა იყო გამოცხადებული.

"ფეხით მოვედი, ტრანსპორტი არ გამომიყენებია, თავს კარგად ვგრძნობ, უბრალოდ ცოტა დავიღალე". – განუცხადა პოლიციას დაკავებისას უცნობმა იტალიელმა.

ადგილობრივი პრესის ცნობით, მოგზაური დღეში 60 კილომეტრს გადიოდა და საჭმელს გამვლელებს სთხოვდა. 

კომენტარები