აშშ-ს უზენაესი სასამართლო

აშშ-ს სასამართლო ნაცისტური გერმანიის მიერ შესყიდული საგანძურის საქმეს განიხილავს

CNN

აშშ-ს უზენაესი სასამართლო ნაცისტური გერმანიის მიერ მიტაცებული საგანძურის საქმეს განიხილავს.

დავის საგანს "ველფის საგანძური" წარმოადგენს, რომლის ღირებულება 200 მილიონ ევროდ არის შეფასებული და ამჟამად ბერლინის რამდენიმე მუზეუმშია გამოფენილი.

82 ნაწილისგან შემდგარი საგანძური 1929 წელს ბრუნსვიკის ჰერცოგმა ებრაელ ბიზნესმენებს მიჰყიდა. 1935 წელს ჰერმან გერინგმა, ნაცისტური გერმანიის რიგით მეორე პოლიტიკოსმა, ველფის ძვირფასეულობა გამოისყიდა და საჩუქრად ადოლფ ჰიტლერს გადასცა. ომის შემდეგ საგანძური მუზეუმების საკუთრება გახდა.

მომჩივანი მხარე იმ ბიზნესმენების შთამომავლები არიან, ვინც საგანძური გერინგს მიჰყიდა. მათი განცხადებით, ნაცისტმა მაღალჩინოსანმა ძვირფასი ექსპონატები სასაცილო ფასად, მუქარის გზით მოიპოვა.

ოქროს საეკლესიო ინვენტარისგან და სამკაულებისგან შემდგარი საგანძური XI-XV საუკუნეებით თარიღდება. 

 

კომენტარები